- კ
- ქარაგმიანი ლექსნი: კდ* - კუალად, კზი* - კათალიკოზი, კხლი* - კურთხეული. კ იხმარების ნაცულად გ (ნახე ასო გ), ანუ ნაცულად ყ, მაგალითად: კასაბი - ყასაბი, კალხზედ - ყალხზედ, კალამი - ყალამი, კლერტი - ყლორტი, კაჩაღანა - ყაჩარანა, კუმაში - ყუმაში, ყველაკაი - ყველაყაი, კურდღელი - ყურდგელი, ნაბერწკალი - ნაბერწყალი, კოლაოზი - ყოლაოზი.ბოლოდ მარცვალი კი დაერთვის უმრავლესთა ლექსთა წერილის ენისათა განსარჩეველად მდაბიურთაგან. ვითარ: ბაზმა - ბაზმაკი, ბამბა - ბამბაკი, გლახა - გლახაკი, დანა - დანაკი, ეშმა - ეშმაკი, ზირა - ზირაკი, ზვარა - ზვარაკი, მუშა - მუშაკი, პინა - პინაკი, პიტნა - პიტნაკი. ესენი არა არიან დაკნინებითნი, არამედ ვინათგან ბერძულად მარცვალი კი არს კნინობითი, მაგალითად, ზონარი - ზნარაკი, სკამნი - სკამნაკი, ფანარი - ფანარაკი და სხ. ამად ქართულადცა რომელთამე ლექსათათჳს მიღებულ არს ესე კნინობითად, ვითარ წიგნი - წიგნაკი.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.